სოკოს პეროგი
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 600გრ.
შაქარი 2 ს/კ.
კარაქი ან მარგარინი 2 ს/კ.
საფუარი (დროჟი) 30გრ.
წყალი 1 ჭიქა
მარილი 1 ჩ/კ.
ფარში:
სოკო 1კგ.
ხახვი 5–6 თავი
მდოგვის ზეთი (ან ჩვეულებრივი)1 ჭიქა
პილპილი და მარილი გემოვნბეით.
ჩაი 1–2 ს/კ. პეროგზე წასასმელად.
მომზადება:
საფუარი გავძრათ თბილ წყალში, დავამატოთ შაქარი, მარილი კარგად
ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ დარბილებული კარაქი (ან
ზეთი) გადავზილოთ, დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 3–4 საათით
ამოსასვლელად. (ამოსვლის პეროდში ცომი გადავზილოთ 2–ჯერ, პირველად 1–1,5 საათის
შემდეგ, ხოლო მეორედ 2 საათის შემდეგ). სოკო დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში,
დავამატოთ ცალკე მოთუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და
კარგად ავურიოთ. შემდეგ მომზადებული ცომი გავჭრათ ორ ნაწილად და თითოეული
გავაბრტყელოდ თხლად, 1 ცალი გაბრტყელებული ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ
ფორმაზე, ცომზე მოვათავსოთ მომზადებული ფარში, დავაფაროთ მეორე გაბრტყელებული
ცომი, გვერდები კარგად გადავუკეცოთ, ზედაპირი ჩავჩხვლიტოთ რამოდენიმე ადგილზე
ჩანგლით და წავუსვათ მაგარი ჩაი. გამოვაცხოთ აირღუმელში 200* ტემპერატურაზე
მომზადებამდე . მომზადების შემდეგ სუფრაზე გატანის წინ პეროგი დავჭრათ ნაჭრებად და
წავუსვათ ზეთი.
|