სოკო ტარხუნით
მასალა:
სოკო 300გრ.
ხახვი 100გრ.
ტარხუნა 60გრ.
კინძი 30გრ.
ოხრახუში 30გრ.
კარაქი 20გრ.
მცენარეული ზეთი 15მლ.
დაფქვილი ძირა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სოკო ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, დავამატოთ პილპილი, დაფნის ფოთოლი,
მარილი, ქინძის, ოხრახუშის და ტარხუნის თითო–თითო ტოტი. 10–15 წუთის შემდეგ სოკო
გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავჭრათ წვრილად და შევწვათ ტაფაზე ზეთში.
ხახვი დავჭრათ პატარა კუბიკებად, შევწვათ ზეთში, დავამატროთ მარილი და კარაქი.
ტარხუნა გავასუფთავოდ (ჩხირებისგან) და ქინძთან და ოხრახუშთან ერთად დავჭრათ
წვრილად. შემწვარი სოკო, დაჭრილი მწვანილები და მოთუშული ხახვი შევურიოთ
ერთმანეთს, დავამატოთ მარილი, პილპილი, დაფქვილი ძირა და მოვთუშოთ კარქში 10–15
წუთი. გავაფორმოთ სურვილისამებრ.
|