სოკო ტარხუნით
მასალა:
სოკო 500გრ.
ხახვი 1 თავი
კარტოფილი 3ც.
ტარხუნია 1 კონა
ზეთი შესაწვავად
მწვანე ცხარე წიწაკა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
პომიდორი და ბულგარული წიწაკა გასაფორმებლად.
მომზადება:
კარტოფილი გავთალოთ, მოვხარშოთ, ამოვიღოთ წყლიდან და გავაცივოთ. სოკო დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვთუშოთ ზეთში, დავამტოთ
წვრილად დაჭრილი ხახვი და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე, 10–15 წუთის შემდეგ როდესაც სითხე
ჩაშრება, დავამატოთ მოხარშული დიდ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, ვთუშოთ 10 წუთის
განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა და ცხარე წიწაკა,
მოვაყაროთ პილპილი მარილი რამოდენიმეჯერ ამოვურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან.
გავაფორმოთ ბულგარული წიწაკის და პომიდორის ნაჭრებით.
|