პარკოსანი მარცვლეულის ( ლობიო, ბარდა ) მწვანე პარკსა და შემოსულ მარცვალს აზიანებენ ლობიოს და ბარდას მემარცვლიები. ისინი იჭრებიან მარცვალში და მისი შიგთავსის ცილოვანი ნივთიერებებით
... კითხვის გაგრძელება »
ხარშვისას კვერცხი რომ არ გაგისკდეთ, ბლაგვი წვერი ნემსით უნდა ჩაჩხვლიტოთ. მეცნიერული ახსნა: კვერცხის ბლაგვი წვერი ჰაერით სავსე პატარა ბუშტუკს შეიცავს. გაცხელებისას ამ ბუშტუკში ჰაერის მოცულობა იმატებს. ცხელი ჰაერი გარეთ მიილტვის, აწვება ნაჭუჭს და ხეთქავს. თუ კვერცხის ბლაგვ წვერში მიკროსკოპულ ხვრელს გააკეთებთ, ჰაერს გარეთ გამოსვლის საშუალება ექნება, ზეწოლა შესუსტდება და კვერცხიც არ გასკდება. ხახვის უცრემლოდ დაჭრის რამდენიმე მეთოდი არსებობს: შეგიძლიათ, გაიკეთოთ სათვალე, ხახვის ბოლქვები ხშირ-ხშირად ასველოთ ცივ წყალში ან დაჭრის წინ ხახვი მაცივარში გაყინოთ.
მეცნიერული ახსნა: ხახვის უჯრედებში უხვად არის აქროლადი ნივთიერებები, რომლებიც დანის დასმისას ინტენსიურად იფრქვევა ჰაერში. ამ დროს ადამიანს თვალები უცრემლდება, რადგან ორგანიზმი ცდილობს, მანამდე გახსნას ან ჩამოიბანოს ეს ნივთიერებები, ვიდრე ისინი თვალებზე იმოქმედებენ. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა
... კითხვის გაგრძელება »
ნიგვზის შერჩევა და დამუშავება ბაჟისა და საცივისთვის
ბაჟისა და საცივისთვის განსაკუთრებულად თეთრი ნიგოზია საჭირო. ის ორჯერ უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (ან ათქვიფოთ ბლენდერში), შემდეგ ნაწილ-ნაწილ დანაყოთ ხის სანაყში ზაფრანასთან ერთად. დამუშავებული ნიგოზი შეგიძლიათ გამოწუროთ. ზეთი უკეთ რომ გამოუვიდეს, დაამატეთ ერთი კბილი გახეხილი ნიორი, შემდეგ გადაიღეთ ფართო ჯამში და ცივ წყალში დასველებული ხელით განაგრძეთ ზელა. თუ ზეთის გამოყოფა ჭირს, შეგიძლიათ, ნიგოზს ცოტაოდენი (1-2 ჩაის კოვზი) ცხელი წყალი დაასხათ. ზეთი ცალკე ჭურჭელში ჩაასხით და ცოტაოდენი მარილი ჩაამატეთ. ცეცხლზე მდგარ საცივში ძმარი არ ჩაასხათ, თორემ წვენი გაგ
... კითხვის გაგრძელება »
მაღაზიაში შესულს თვალები აქეთ-იქით გაგვირბის: თაროები დახუნძლულია მადის აღმძვრელი კოლოფებით, ქილებითა და კონტეინერებით. თითოეული მათგანი თითქოს გვეუბნება: "დამაგემოვნე!" - და ჩვენც ხელი იქით გაგვირბის, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ პროდუქტი ჩანთაში. მაგრამ რამდენად სასა
... კითხვის გაგრძელება »