მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » როგორი უნდა იყოს სურსათი
18:17
როგორი უნდა იყოს სურსათი


როგორი უნდა იყოს სურსათი

                                                 

როგორი უნდა იყოს სურსათი



მაღაზიაში შესულს თვალები აქეთ-იქით გაგვირბის: თაროები დახუნძლულია მადის აღმძვრელი კოლოფებით, ქილებითა და კონტეინერებით. თითოეული მათგანი თითქოს გვეუბნება: "დამაგემოვნე!" - და ჩვენც ხელი იქით გაგვირბის, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ პროდუქტი ჩანთაში. მაგრამ რამდენად სასარგებლოა ის, რასაც ვყიდულობთ? იმისათვის, რომ ფულის გადაყრა სანანებელი არ გაგვიხდეს და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, მოდი, გავიხსენოთ სურსათის შეფასების მთავარი კრიტერიუმები და გავარკვიოთ, რა ინფორმაციას გვაწვდის ეტიკეტი. ყურადღებით დაათვალიერეთ პროდუქტი და გაიხსენეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ხარისხიანი საქონელი.

ყველი: არ უნდა ჰქონდეს ობი, ნახეთქები, ნახვრეტები (გარდა განსაკუთრებული სახეობებისა). თუ ყველს აქვს ბზარები და გამუქებული ადგილები, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გამომშრალია.

არაჟანი: არ უნდა ჰქონდეს კოშტები, არ უნდა იყოს წებოვანი, არ უნდა იწელებოდეს.

მოხარშული ძეხვი: ხარისხიან პროდუქტს აქვს ზომიერად ნოტიო თანაბარი ანათალი ღრმულების გარეშე. თუ ძეხვი მეტისმეტად წითელია, ეს ნიშნავს, რომ მას დამატებული აქვს ნატრიუმის ნიტრატი, რომელიც ხორცს ფერს უნარჩუნებს.

გაყინული ხორცი: ახალი ზამბარასავითაა და მოსინჯვისას მაშინვე აღიდგენს ფორმას. თუ დააგვიანა, ეს ნიშნავს, რომ ხორცი დიდი ხნისაა და ბევრი სითხე აქვს დაკარგული.

თევზი: მაგარი ქერცლი, გამჭვირვალე თვალები და წითელი ლაყუჩები იდეალური ნიშნებია ცოცხალი თევზისათვის. გაყინული არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ ყინულს. დამარილებული თევზი უნდა იყოს გამოშიგნული და ჰქონდეს სასიამოვნო სუნი.

ხილი და ბოსტნეული: კარგია მხოლოდ ახალი, მკვრივი, უნაოჭო ნაყოფი. არ უნდა ჰქონდეს ლაქები და დაჟეჟილი ადგილები. თუ გაყინულია, შეეხეთ შესაფუთ მასალას. მასში არ უნდა იყოს ყინულის ნაწილაკები - მათი არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტი გაადნეს და ხელახლა გაყინეს. დაფასოებული პროდუქტებისთვის მართებულია კიდევ ერთი წესი: შესაფუთი მასალა უნდა იყოს მთლიანი. ოდნავმა დაზიანებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტის გაფუჭება - მასში ადვილად შეაღწევს ათასგვარი მიკრობი.

რა არის შიგნით?

1. ეტიკეტზე, შესაფუთ მასალაზე აუცილებლად შეამოწმეთ შენახვის ვადა. მალფუჭებადი რძის პროდუქტების შენახვის ვადას თითქმის ყველა ამოწმებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ბურღულეული და მშრალი ნამცხვარიც შეიძლება დაძველდეს. წლობით თაროზე ნადებ წიწიბურასა და ბრინჯს არასასიამოვნო სუნი და გემო აქვს.

2. შეამოწმეთ კალორიები. ეს უფრო ჯანსაღი და მსუბუქი საკვების არჩევაში დაგეხმარებათ.

3. წაიკითხეთ პროდუქტის შემცველობა. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რამდენ ცხიმს, შაქარს და მარილს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მოვიხმართ ძალიან ბევრ ფარულ მარილს, რომელსაც შეიცავს ხორცის ნაწარმი, მაგალითად, ნახევარფაბრიკატები, ჩიფსები და საწებლები.

ეტიკეტებზე სხვა მონაცემებიც არის მოყვანილი. მაგალითად, თევზის კონსერვის ქილაზე მითითებულია: "შეიცავს თევზს, მცენარეულ ზეთს, მარილს, წიწაკას". ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაზე მეტია თევზი და ზეთი. ხოლო თუ სოსისის შეფუთვაზე წერია: "მცენარეული ცილა, ხორცი, მარილი...", - იცოდეთ, რომ ის სოიის დანამატისგან არის დამზადებული, ხორცი მასში ცოტაა. ეტიკეტზე ასევე ამოიკითხავთ დანამატების ჩამონათვალს და ნომრებს, რომლებსაც წინ ასო E უძღვის. რას გვამცნობს ის? ამ ასოთი აღინიშნება საკვები დანამატები, რომლებსაც პროდუქტს გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ. ასეთი დანამატი გამოყენებულია დიდი რაოდენობით - 2500-მდეა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახეობაა აკრძალული და ნებადართული.რაც უფრო ნაკლები ინგრედიენტია მზა პროდუქტში, მით უკეთესია. რატომ? იმიტომ, რომ თითოეულის დამუშავებისას გამოყენებულ იქნა თავ-თავისი დანამატი, ნაირ-ნაირი E შემდეგ ისინი გააერთიანეს და დაუმატეს კიდევ ერთი E სტაბილიზაციისთვის... მრავალი დანამატი არცთუ უსაფრთხოა. მათ შორის - E-250. ეს არის ნატრიუმის ნიტრიტი. მას ხორცის პროდუქტებში ამატებენ და შეუძლია, არტერიული წნევის მოშლა გამოიწვიოს. ასევე - E-621, ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც უმატებენ ატრიას, სანელებლებს, ჩიფსებს. იწვევს ასთმას, გულის მუშაობის მოშლას, თავის ტკივილს. ზოგიერთი E საკმაოდ სასარგებლო ან ნეიტრალური ნივთიერებაა. მაგალითად, E-300 - C ვიტამინი, E-330 - ლიმონის მჟავა, E-160 - კაროტინი. მთავარია, ისინი დიდი ოდენობით არ მივიღოთ. დიდი ოდენობით ბუნებრივი დანამატებიც კი საშიშია. თუ არ აპირებთ, სურსათი ნახევარი წლის განმავლობაში შეინახოთ საკუჭნაოში, უმჯობესია, შეიძინოთ მალფუჭებადი პროდუქტი და ის ვადის გასვლამდე გამოიყენოთ.



ნანა კალანდაძე
წყარო: mkurnali.ambebi.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1437 | დაამატა: natia | ტეგები: როგორი უნდა იყოს სურსათი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: