ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სანელებლები
რამდენად
სასარგებლოა
სანელებლები
ორგანიზმისათვის?
ცხარე სანელებლები (მდოგვი, წიწაკა, ცხარე ტომატის სოუსი) აჩქარებენ მეტაბოლიზმის პროცესებს ორგანიზმში და "წვავენ” მიღებული კალორიების თითქმის 10 პროცენტს. მსუქან ადამიანებს ხახვს ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს უნიშავდნენ, ისევე, როგორც ნიორს – ჰიპერტონიტ და გულის სნეულებებით დაავადებულებს. ნიორი და ხახვი ანეიტრალებს ცხიმების მავნე ზემოქმედებას, ასევე, ხელს უწყობს სისხლში თრომბების გაწოვას. ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებული 50-60 გრამი ხახვი (ნებისმიერი სახით), 2-3 საათის შემდეგ "ბლოკავს” ცხიმებს. ამიტომ ხახვის თუნდაც ერთი რგოლი ჰამბურგერში, ან ბუტერბროტში, ყოველთვის სასარგებლოა. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ფერად და არა თეთრ ხახვშია ყველაზე მეტი კვერცეტისი – ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული კომპონენტი, რომელიც არ იშლება, თერმული დამუშავების შედეგადაც კი. უკანასკნელი სამეცნიერო კვლევის შედეგად, ნიორს მიაწერენ ისეთ თვისებას, როგორიცაა დაღლილობის მოხსნა და გუნება-განწყობილების მომატება. ყველასათვის ცნობილი კოჭაც წვავს ზედმეტ კილოგრამებს და რეკომენდებულია თრომბოზის სამკურნალოდ. კვლიავი, მიხაკი, კურკუმა ასპირინივით მოქმედებენ, ასევე, სასარგებლოა მეტეორიზმის დროს. სასურველია, ტკბილ კერძებსაც დავუმატოთ სანელებლები, ისინი არა მარტო აუმჯობესებენ ფაფის, ნამცხვრის გემოს, არამედ ეხმარებიან ორგანიზმს შაქრის შეთვისებაში. რადგან ეს სანელებლები ასტიმულირებენ ინსულინის გამომუშავებას.
წყარო:
presa.ge
|