სასარგებლო რჩევები
. რძე არ
"გადმოივლის"
თუ ქვაბის ზედა კიდეს კარაქით გავპოხავთ.
ბოსტნეული
გაცილებით
დიდ ხანს შეინახება, თუ მათ სველ ტილოში შეახვევთ და ასე შეინახავთ.
. იმისათვის, რომ ემალის
ქვაბმა დიდ ხანს გაგიძლოთ, ახალ ქვაბში მოადუღეთ მარილიანი წყალი (5 ჩაის კოვზი 1 ლიტრ წყალზე).
. არ ჩაასხათ
გახურებულ
ემალის ქვაბში ცივი წყალი ან პირიქით, ცივ ქვაბში ცხელი წყალი, ამან შესაძლოა ემალის დაზიანება გამოიწვიოს.
. თუ ალუმინის
ქვაბის კედლები გაშავდა, გაწმინდეთ ძმრიანი ნაჭრით და შემდეგ წყლით. ალუმინი თავის ფერს დაიბრუნებს.
. ყავის მადუღარა კარგად გაიწმინდება, თუ მასში
წყალთან ერთად ლიმონის ნაჭერს მოვადუღებთ.
. ნუ გაალღობთ
გაყინულ ხორცს წყალში, ამ დროს იკარგება ვიტამინები და მიკროელემენტები.
. მოხარშული ხორცი რომ ნოყიერი
იყოს, მოსახარშად ცივ წყალში კი ნუ ჩაუშვებთ, არამედ მდუღარეში.
. სწრაფად რომ მოამზადოთ
ჩათუშული ხორცი, სოუსს, რომელშიც ის ითუშება, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ძმარი.
. თუკი ხორცი ჰაერღუმელში ("დუხოვკაში") იწვება, მას უნდა
დაამატოთ მხოლოდ ცხელი წყალი ან ბულიონი. ცივი წყლისგან ხორცი გამაგრდება.
. ხორცი ტაფას არ მიეწებება,
თუკი ცხიმს, რომელშიც ის იწვება, ჩადებთ სტაფილოს რამდენიმე ნაჭერს.
. პურის ფქვილსა და ბრინჯში
მატლებმა რომ არ დაიბუდონ, ტომარაში (ჭურჭელში) 2-3 კბილ გარჩეულ ნიორს დებენ. ეცადეთ, გაფცქვნისას ნიორი არ დააზიანოთ, რომ არ დალპეს.
. კვერცხის შენახვა 7-8 დღის განმავლობაში უმაცივროდაც შეიძლება. ამისათვის ერთი ცალი უნდა გატეხოთ და ცილა
დანარჩენებს
წაუსვათ, შემდეგ კი სათითაოდ გაახვიოთ გაზეთში.
გახსნილ
ქილაში ტომატი რომ არ დაობდეს, მარილი მოაყარეთ.
როგორ
შევამოწმოთ
კარაქის ვარგისობა?
. საჭმელად ვარგის კარაქს უნდა ჰქონდეს: მოთეთრო-მოკრემისფრო ან ღია
ყვითელი ფერი, კარგი გემო, ერბოს რბილი, მარცვლოვანი კონსისტენცია. გამდნარი გამჭვირვალე უნდა იყოს და არ ჰქონდეს ლექი. უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი
სუნი.
წყარო:
geobagi.com
|