სიმინდის ქაში ქართულად
მასალა:
თეთრი სიმინდის ღერღილი 800გრ.
ყვითელი სიმინდის ფქვილი (შეიძლება თეთრიც) 50გრ.
სულგუნი 200გრ.
მომზადება:
სიმინდის ფქვილი გავცრათ. ღერღილი გავრეცხოთ, დავასხათ 1ლ. წყალი და
მივიყვანოთ ადუღებამდე. ქაში ვხარშოთ მომზადებამდე, თუ საჭირო იქნება მოვხადოთ ქაფი. ვურიოთ
განუწყვეტლივ ხის კოვზით, ჩავყაროთ ფქვილი, ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი
თავდახურული. ყველი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მომზადებამდე 5 წუთით ადრე ყველი
ჩავყაროთ ქვაბში, კარგად ავურიოთ, გადმოვდგათ გაზქურიდან, ამოვურიოთ ცივ წყალში
დასველებული ხის კოვზით და კერძი მზადაა.
|