მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » შოკოლადის ტორტი
17:51
შოკოლადის ტორტი


შოკოლადის ტორტი

 

მასალა:

პირველი ფენა:

კვერცხის ცილა 10ც.

შაქარი 10 ს/კ.

კარაქი (გამდნარი) 10 ს/კ.

პურის ფქვილი 10 ს/კ.

გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.

 

მეორე ფენა:

შაქარი 1 ს/კ.

კაკაო 2 ს/კ.

 

მესამე ფენა:

კვერცხის გული (ყვითრი) 10ც.

შაქარი 1 ჭიქა

ქოქოსის ფანტელები 150გრ.

 

მინანქარი (გლაზური):

სგუშონი 100გრ.

შავი შოკოლადი 100გრ.

შაქარი 1 ს/კ.

კარაქი 1 ჩ/კ.

ვანილი 1ც.

 

მომზადება:

პირველი ფენის მომზადება:

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი, კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ გათეთრებამდე მიქსერით, ნელნელა დავამატოთ შაქარი, კარაქი, ფქვილი და ვურიოთ ხის ჯოხით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული ცომი ჩავასხათ პერგამონტჩაფარებულ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან.

 

მეორე ფენა:

კაკაოს დავამატოთ შაქარი და კარგად ავურიოთ.

 

მესამე ფენა:

კვერცხის გულები ავთქვიფოთ, ნელნელა ჩავაყაროთ შაქარი, კვლავ ვთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ქოქოსი და კვლავ ავურიოთ.

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

სგუშონი ჩავასხათ პატარა ჭურჭელში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ ვანილი და კარაქი. (ტორტზე მოვასხათ გაგრილებული ფორმით). თუ გლაზური ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული რძე.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარ პირველ ფენას მოვაყაროთ მეორე ფენა, შემდეგ წავუსვათ მესამე ფენა, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 160* ტემპერატურაზე 15 წუთი, შემდეგ ვაცხოთ კიდევ 15 წუთი 100* ტემპერატურაზე (კარგაღებულ აირღუმელში). გამოცხობის შემდეგ ტორტს მოვასხათ მინანქარი (გლაზური) და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 1758 | დაამატა: natia | ტეგები: შოკოლადის ტორტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: