მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » შოკოლადიან–ნიგვზიანი ტორტი თაფლით
18:10
შოკოლადიან–ნიგვზიანი ტორტი თაფლით


შოკოლადიან–ნიგვზიანი ტორტი თაფლით

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 400გრ.

კვერცხი 1ც.

სოდა 1 ჩ/კ.

თაფლი 2 ს/კ.

რძე 3 ს/კ.

კაკაო 4–5 ს/კ.

შაქარი 150გრ.

 

კრემი:

პურის ფქვილი 2 ს/კ.

რძე 300გრ.

კვერცხი 1ც.

შაქარი 100გრ.

კარაქი 300გრ.

ნიგოზი გემოვნებით.

 

მინანქარი (გლაზური):

შავი შოკოლადი 100გრ.

კარაქი 100გრ.

 

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ შაქარი, სოდა, თაფლი, რძე, კარგად ავურიოთ და დავდგათ წყლის აბაზანაზე (ქვაბში ჩავასხათ წყალი და როდესაც ადუღდება დავდგათ ჯამი რომელშიც ცომის მასაა მოთავსებული) და ვხარშოთ ფერის შეცვლამდე. შემდეგ გადმოვდგათ, დავამატოთ ფქვილი, კაკაო და მოვზილოთ ცომი. მიღებული ცომი გავყოთ შვიდ ტოლ ნაწილად და თითოეული ცომი გავაბრტყელოთ თხლად. შემდეგ გამოსაცხობ ფორმაზე მოვაყაროთ ფქვილი, დავდოთ გაბრტყელებული ცომი და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 2–5 წუთის განმავლობაში, დანარჩენი 6 ცომიც ასევე გამოვაცხოთ.

 

კრემის მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ ფქვილი, ვურიოთ და ნელნელა დავამატოთ რძე და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე ან ძალიან ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ მომზადებამდე. მომზადების შემდეგ ცოტა გავაცივოთ. შემდეგ კარგად ავთქვიფოთ კარაქი, დავამატოთ გაცივებული კრემი და კვლავ ავთქვიფოთ. მომზადებული კრემით დავკრემოთ გამომცხვარი ფირფიტები და თითოეულს მოვაყაროთ ნიგოზი (მოხალული და დაფქვილი ნიგოზი) ბოლო ფენის გარდა, ბოლო ფენას წავუსვათ კრემი, გავაჩეროთ 1–2 საათი, შემდეგ მოვასხათ შოკოლადის გლაზური და შევდგათ 1 საათი მაცივარში.

 

შოკოლადის მინანქრის (გლაზურის) მომზადება:

ნელ ცეცხლზე გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 4610 | დაამატა: natia | ტეგები: შოკოლადიან–ნიგვზიანი ტორტი თაფლით | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: