შემწვარი თევზი მარინადით
მასალა:
თევზი (ნებისმიერი)1კგ.
პურის ფქვილი ამოსავლებად
მცენარეული ზეთი შესაწვავად
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მარინადი:
სტაფილო 300გრ.
ხახვი 250გრ.
ტომატპასტა 200გრ.
ძმარი 150 მლ.
შაქარი 0.5ჩ/კ.
დაფნის ფოთოლი 2-3ც.
მცენარეული ზეთი
მიხაკი 3–5ც.
წიწაკის მარცვლები (შავი) 5–7ც
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავასუთავოდ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ წიწაკა,
მარილი და გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ თევზის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ
ზეთში ორივე მხრიდან. თევზი მოვათავსოთ ფორმაში (17х25 სმ. ფორმაში).
მარინადის მომზადება:
ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად და შევწვათ ზეთში, დავამატოთ
გახეხილი სტაფილო და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი, შემდეგ დავამატოთ ტომატპასტა, ვთუშოთ
5–7 წუთი, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ დავამატოთ 50მლ. წყალი და ვთუშოთ 5
წუთი, დავამატოთ ძმარი, შაქარი, მიხაკი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ მარილი
და ვთუშოთ კიდევ 10 წუთი. თვზზე მოვათავსოთ ცხელი მარინადი, გავაცივოთ, და შევდგათ
საყინულეში 3–4 საათით. სუფრაზე კერძი შეგვიძლია სურვილისამებრ გავიტანოთ ცხლად ან
ცივად.
|