შემწვარი თევზი ბულგარული წიწაკით
მასალა:
თევზის ფილე (ნებისმიერი) 1კგ.
ბულგარული წიწაკა 500გრ.
ხახვი 200გრ.
სტაფილო 200გრ.
კვერცხი 1ც.
პურის ფქვილი ტევზის ამოსავლებად
მცენარეული ზეთი შესაწვავად
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა კარგად ავურიოთ,
ათვქეფილ კვერცხში ამოვავლოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი თევზის ფილის
ნაჭრები, შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ბულგარული
წიწაკა გავასუფთავოდ, დავჭრათ წვრილ ხაზებად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ
ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი ვთუშოთ 2–3 წუთი და დავამატოთ გახეხილი
სტაფილო, დაფქვილი წიწაკა, მარილი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ სანამ ბულგარული
წიწკა არ დარბილდება (დაახლოები 10–15 წუთი). მომზადების შემდეგ თეფშზე დავაწყოთ
თევზის ნაჭრები, თევზზე მოვათავსოთ ბოსტნეული და გავაფორმოთ მწვანილით.
|