შემწვარი ქათმის ფილე კვერცხში
მასალა:
ქათმის ფილე 300გრ.
კვერცხი 2ც.
პურის ფქვილი ნახევარი ჭიქა
როზმარინი 1 ჩ/კ.
მშრალი მდოგვი ნახევარი ჩაის კოვზი
პაპრიკა 1 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ამოსავლებად
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად და ამოვავლოთ საშუალო ზომის
ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე. ფქვილს დავამატოთ პაპრიკა, მდოგვი, როზმარინი, ცოტა
მარილი, კარგად ავურიოთ და ამოვავლოთ კვერცხიანი ქათმის ფილის ნაჭრები, შემდეგ
ქათმის ფილის ნაჭრები ამოვავლოთ დაფქვილ ორცხობილაში და შევწვათ ზეთში ორივე
მხრიდან. სუფრაზე გავიტანოთ გამდნარ ყველთან და დაჭრილ პომიდორთან ერთად.
|