შემწვარი კამბალა ტოპმატპასტის და ხახვის სოუსით
მასალა:
კამბალა 500გრ.
ხახვი 250გრ.
ტომატპასტა ან კეჩუპი 3ს/კ.
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ან პურის ფქვილი ამოსავლებად
მცენარეული ზეთი შესაწვავად
ხმელი სუნელები (ქინძი და სხვა), მწვანე ხახვი დაფქვილი წიწაკა და
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოდ, წვაუსვათ მარილი, სუნელები და გავაჩეროთ 30–40
წუთი. ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად და შევწვათ ზეთში, შემდეგ დავამატოთ 150
მლ. ადუღებული წყალი, ტომატპასტა, მოვაყაროთ მარილი, დაფქვილი წიწაკა, ავურიოთ და
ავადუღოთ (ვადუღოთ 5 წუთი), შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან. თევზი ამოვავლოთ დაფქვილ ორცხობილაში (სუხარში) და შევწვათ ზეთში
ორივე მხრიდან.მომზადებულ ტევზზე მოვასხათ მომზადებული სოუსი და მოვაყაროთ წვრილად
დაჭრილი მწვანე ხახავი.გავაფორმოთ ლიმონით.
|