შემწვარი ბადრიჯანი
ნიგვზით, გურულად
მასალა:
ბადრიჯანი 1კგ.
ნიგოზი 1,5 ჩ/ჭ.
ხახვი 2–3 თავი
ნიორი 2–3 კბილი
მწვანილი 4–4 ძირი
ძმარი 2 ს/კ.
პილპილი და
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
უთესლო, ქორფა ბადრიჯანი
ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში. შემდეგ დავჭრათ 1 სანტიმეტრი სისქის მრგვალ
ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში და შევაზავოთ შემდეგნაირად: კარგად
დავნაყოთ ნიგოზი, პილპილი, ნიორი, ქინძი, ომბალო, წვრილად დავჭრათ კამა, ოხრახუში,
ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი. ყველაფერი ეს შემწვარ ბადრიჯანში
კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი ოხრახუში
და კამა. სურვილისამებრ მოვაყაროთ ბროწეული.
|