საზაფხულო ტეფტელი
მასალა:
ხორცის ფარში (საქონლის ან ღორის)
200გრ.
ხახვი 2 თავი
პომიდორი 1ც.
სტაფილო 1ც.
ზეთი 30გრ.
ხმელი ქინძი და ცერეცო, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფარშისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები (ტეფტელები), ჩავყაროთ ადუღებულ
წყალში და მოვხარშოთ (ხორცის ბურთები როდესაც ამოტივტივდება ხორცი მზადაა), შემდეგ
ამოვიღოთ წყლიდან. ხახვი დავჭრათ წვრილად და ცოტათი მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ
დავამატოთ გახეხილი სტაფილო ვთუშოთ 5 წუთი, დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ
ქინძი, ცერეცო, მარილი, წიწაკა კარგად ავურიოთ და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ
მოხარშული ხორცის ბურთები (ტეფტელები) მოვათავსოთ ქვაბში, დავამატოთ 4ს/კ. წყალი, მოთუშული
ბოსტნეული, ზეთი და ვთუშოთ თავდახურულ მდგომარეობაში 15 წუთი. სუფრაზე გავიტანოთ
ცხლად.
|