საფუარიანი ცომი
მასალა:
პურის ფქვილი 600გრ.
შაქარი 2 ს/კ.
კარაქი ან მარგარინი 2 ს/კ.
კვერცხი 2ც.
საფუარი (დროჟი) 30გრ.
წყალი ან რძე 1 ჭიქა
მარილი 1ჩ/კ.
მომზადება:
საფუარი გავძრათ თბილ წყალში, დავამატოთ შაქარი, მარილი კარგად
ავურიოთ, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ
დარბილებული კარაქი (ან ზეთი) გადავზილოთ, დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე
3–4 საათით ამოსასვლელად. (ამოსვლის პეროდში ცომი გადავზილოთ 2–ჯერ, პირველად
1–1,5 საათის შემდეგ, ხოლო მეორედ 2 საათის შემდეგ). გამოდის 1კგ. ცომი.
|