სამეფო პიცა
მასალა:
ცომი (4 პორცია):
პურის ფქვილი 4 ჭიქა
წყალი 2 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 50გრ.
კვერცხი 1ც.
შაქარი 4 ს/კ.
გამდნარი კარაქი 2 ს/კ.
შიგთავსი (სამი პიცისთვის) №1:
შებოლილი ძეხვი 300გრ.
სოკო 200გრ.
ზეთისხილი, ყველი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა და კეჩუპი გემოვნებით.
შიგთავსი (ერთი პიცისთვის) №2:
კონსერვირებული თევზი სარდინა (ზეთში) 1 ქილა
ყველი გემოვნებით.
პიცაზე წასასმელად (4 პორციაზე):
კვერცხი 1ც.
მცენარეული ზეთი 1 ს/კ.
მაიონეზი 2 ს/კ.
მომზადება:
საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, დავამატოთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი,
გამდნარი კარაქი და მოვზილოთ ცომი. ცომი დავდგათ თბილ ადგილზე რამოდენიმე საათი
ამოსასვლელად, გადავზილოთ ორჯერ. მესამეჯერ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ.
შითავსის მომზადება:
შიგთავსი №1:
სოკო დავჭრათ კუბიკებად (უკეთესია დამარინადებული), ძეხვიც დავჭრათ
კუბიკებად, ზეთისხილი მრგვალად, ყველი გავხეხოთ.
შიგთავსი №2:
კონსერვირებული თევზი ჩანგლით გადავზილოთ, დავამატოთ გახეხილი ყველი
და კარგად ავურიოთ.
მომზადებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად, სამი ნაწილი მოვამზადოთ შიგთავსი №1–თ,
ხოლო ერთი ნაწილი №2–ით.
თითოეული ცომის ნაწილი გავაბრყელოთ მრგვალად 1 სანტიმეტრის სისქეზე.
გაბრტყელებული ცომი მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ კეჩუპი, მოვაყაროთ
სოკო, ძეხვი, ზეთსხილი და გახეხილი ყველი. (დანარჩენი ორი პიცაც ასევე
მოვამზადოთ). ხოლო ერთ ცომზე მოვათავსოთ მომზადებული თევზის ფარში და გამოვაცხოთ
180* ტემპერატურაზე მომზადებამდე.
|