სამარხო თაფლის პრიანიკი
მასალა:
პურის ფქვილი 7 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
თაფლი 1,5 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
წყალი 3/4 ჭიქა
მომზადება:
წყალს დავამატოთ, თაფლი, შაქრი და ავადუღოთ, შემდეგ გავაცივოთ და
ნელ–ნელა შევაზილოთ ფქვილი (ვურიოთ
განუწყვეტლივ). მოზელვის შემდეგ ცომი გავაცივოთ, დავამატოთ სოდა–ძმრით ათქვეფილი,
კვლავ გადავზილოთ, გავაჩეროთ 10 წუთი, შემდეგ გავაბრტყელოთ თხლად და ფორმის
საშუალებით ან ჭიქით ამოვჭრათ სასურველი ფორმები. პრიანიკები მოვათავსოთ
ფქვილმოყრილ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ 220* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 15 წუთი. მომზადების შემდეგ პრიანიკებს
სურვილისამებრ შეგვიძლია მოვასხათ გამდნარი შოკოლადი ან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|