
სამარხო პეროგი
ქიშმიშით
მასალა:
შაქარი 1 ჭიქა
პურის ფქვილი 3 ჭიქა
ქიშმიში 200გრ.
დარიჩინი 1,5 ჩ/კ.
ზეთი 1 ჭიქა
ღვინის ძმარი 1 ს/კ.
თაფლი 2 ს/კ.
სოდა დანის წვერით.
მომზადება:
სოდა და თაფლი გავხსნათ 2 ჭიქა თბილ
წყალში. შაქარს დავამატოთ დარიჩინი, ზეთი, ქიშმიში, სოდა–თაფლით, კარგად ავურიოთ,
შემდეგ ნელ–ნელა ჩავყაროთ ფქვილი, (ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის
კონსისტენციის). გამოსაცხობ ფორმზე მოვათავსოთ ცხიმწასმული
პერგამენტის ქაღალდი, ჩავასხათ მომზადებული ცომი, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ
დაახლოებით ნახევარი საათი დაბალ ტემპერატურაზე.
|