სამარხო ჩებურეკი
მასალა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
წყალი 2 ჭიქა
მცენარეული ზეთი შესაწვავად
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ, მოთუშული სოკო და ხახვი+მარილი და
პილპილი ან მოთუშული კომბოსტო და ხახვი+მარილი და პილპილი. მარილი გავძრათ წყალში
დავამატოთ პილპილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური)
შემდეგ ცომს მოვაწყვიტოთ პატარა ნაწილი გავაბრტყელოთ მრგავალდ, მოვათავსოთ
შიგთავსი ცომის ცენტრში, გადავუკეცოთ მეორე მხარე, ცომის გვერდები შევაერთოთ,
ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით (ასე გავაკეთოთ ცომის დანარჩენი ნაწილი) და შევწვათ დიდი
რაოდენობით ზეთში.
|