სალათა ყურძნით
მასალა:
ყურძენი 200გრ.
ვაშლი 2ც.
წითელი ხახვი 1 თავი
სალათის ფოთოლი 100გრ.
კომბოსტო 100გრ.
ლიმონი 1ც.
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ.
მომზადება:
კომბოსტო და სალათის ფოთლები დავჭრათ წვრილად. ვაშლი გავასუფთავოდ,
დავჭრათ კუბიკებად და მოვასხათ ლიმონის წვენი. ხახვი დავჭრათ
ნახევარმთავრისებურად. ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე, შემდეგ ყველა დაჭრილი
მასალა ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ ზეთი.
|