საქონსლის ხორცი შავი ქლიავის ჩირით
მასალა:
საქონლის ხორცი (რბილობი)1კგ.
შავი ქლიავის ჩირი 100გრ.
ზეთი 100გრ.
ხახვი 2 თავი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევწვათ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი
ხახვი და ვთუშოთ 5–10 წუთი, შემდეგ დავამატოთ შავი ქლიავის ჩირი (ჩირს წინასწარ
დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ გავწუროთ და ისე დავამატოთ ხორცს),
მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ რამოდენიმე წუთი.
|