საქონლის ხორცი მაიონეზით
მასალა:
საქონლის ხორცი 1კგ.
ხახვი 2–3 თავი
ზეთი შესაწვავად
მაიონეზი, ხმელი რეჰანი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი დავჭრათ სასუალო ზომის ნაჭრებად (კარგად დავკეპოთ), მოვათავსოთ
ცხიმდასხმულ ფორმაზე ფენებად, ხორცი, შემდეგ მარილი, პილპილი, თავზე მოვაყაროთ
მსხვილად დაჭრილი ხახვი, წავუსვათ მაიონეზი ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ სანამ
ხორცი არ დამთავრდება, შემდეგ დავაფაროთ თავზე და ვთუშოთ ნელ ცეცხლეზე დაახლოებით
40 წუთი (არ ავურიოთ და წყალიც არ დავამატოთ), შემდეგ ავურიოთ და ვთუშოთ კიდევ 20
წუთი, დავამატოთ ხმელი რეჰანი და ვთუშოთ 10 წუთი. სუფრაზე გატანის წინ გავაფორმოთ
კიტრით, პომიდორით და მწვანილით.
|