საქონლის ენა ბოსტნეულით კვერცხში ქართულად
მასალა:
საქონლის ენა (მოხარშული) 1ც.
კვერცხი 4ც.
პომიდორი 1–2ც.
ხახვი 1ც.
არაჟანი 1 ჭიქა
ღვინის ძმარი 2 ს/კ.
ფქვილი 1 ს/კ.
კარაქი 50გრ.
დაფქვილი შავი პილპილი, მწვანილები, წითელი ცხარე წიწაკა და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
კარაქში მოვთუშოთ (ძალიან არ შევბრაწოთ) დაჭრილი ხახვი, დავამატოთ კუბიკებად
დაჭრილი მოხარშული საქონლის ენა, 2–3 წუთი შევწვათ, შემდეგ დავამატოთ დაჭრილი
პომიდორი, ძმარი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ვთუშოთ 7–8 წუთი. მიღებული მასა
მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე. კვერცხი აფთქვიფოთ არაჟანთან, ფქვილთან და
მარილთან ერთად, მოვასხათ ხორციან–ბოსტნეულიან მასას, შევდგათ აირღუმელში 200*
ტემპერატურაზე და გამოვაცხოთ. სუფრაზე გატანის წინ დავჭრათ ნაჭრებად და მოვაყაროთ
დაჭრილი მწვანე ხახვი.
|