რევანდის პეროგი
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 300გრ.
შაქარი 1 ს/კ.
კარაქი ან მარგარინი 1 ს/კ.
საფუარი (დროჟი) 30გრ.
წყალი 1 ჭიქა
მარილი 1ჩ/კ.
ფარში:
რევანდი 500–600გრ.
შაქარი 100გრ.
ზეთი 1 ს/კ.
მომზადება:
საფუარი გავძრათ თბილ წყალში, დავამატოთ შაქარი, მარილი კარგად
ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ დარბილებული კარაქი
(ან ზეთი) გადავზილოთ, დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 3–4 საათით
ამოსასვლელად. (ამოსვლის პეროდში ცომი გადავზილოთ 2–ჯერ, პირველად 1–1,5 საათის
შემდეგ, ხოლო მეორედ 2 საათის შემდეგ). რევანდის
ფოთლის ყუნწები დავჭრათ წვრილად. მომზადებული ცომი გავჭრათ ორ ნაწილად და თითოეული
გავაბრტყელოდ თხლად, 1 ცალი გაბრტყელებული ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ
ფორმაზე, ცომზე მოვათავსოთ რევანდი, მოვაყაროთ შაქარი, მოვასხათ ზეთი, დავაფაროთ მეორე გაბრტყელებული ცომი, გვერდები
კარგად გადავუკეცოთ, დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად 15–20 წუთი, შემდეგ
გამოვაცხოთ აირღუმელში 200* ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. მომზადების
შემდეგ სუფრაზე გატანის წინ პეროგი დავჭრათ ნაჭრებად და წავუსვათ ზეთი.
|