მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » რძის ნაწარმი


ჩეჩილი ყველი

 

რძის „სეფერატორის” დახმარებით რძეს მოაცილებენ ნაღებს და გააჩერებენ რამოდენიმე ხანს. რამოდენიმე საათის შემდეგ, რძეს გააცხელებენ და მოდის ყველი, ყველს ციცხვით ამოზელენ, მოაგუნდავებენ, ხელით შუაზე გახვრეტენ, გადაწნავენ და დადებენ ლანგარზე.

კატეგორია: რძის ნაწარმი | ნანახია: 2683 | დაამატა: natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)



თუშური (დათხური)

 

იღებთ სახლში გაკეთებულ ხაჭოს, ვაფხვიერებთ, ვუმატებთ მარილს გემოვნებით (ცოტა მლაშეც კი უნდა იყოს) ვდგამთ ოდნავ თავახდილი ქვაბით ორი-სამი დღე, სანამ სპეციფიური, არც ისე მძაფრი სუნი არ აუვა. როდესაც ხაჭო დაძველდება, ვადნობთ ტაფაზე ერბოს, ჩავყრით ხაჭოს და ტაფაშივე მომზადების დროს ვჭყლეტთ და ვზელთ, სანამ დათხურს არ მივიღებთ. დათხური ცოტა უნდა წამოდუღდეს კიდეც.

დათხურს ძალიან უხდება ახალი თონის პური და ხილის არაყი.

კატეგორია: რძის ნაწარმი | ნანახია: 2213 | დაამატა: natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)


თუშური (ბუხტუნა ხავიწი)

 

უნდა კარგი ხარისხის თუშური ერბო. ასევე კარგი ხარისხის ხაჭო (ძროხისა), რომელიც ერთი-ორი დღით უნდა გავაჩეროთ, რათა კარგად "დაბუხტუნავდეს", ანუ ცოტათი დაძველებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ ისე არა, რომ აყროლდეს და გაფუჭდეს (დამბალ ხაჭოსთან არავითარი კავშირი არა აქვს). ამის მერე, ჩვეულებრივად, ტაფაზე ვწვავთ, როგორც ყველს, ისე - ერბოში. ერბო ცოტა მეტი უნდა, ვიდრე ჩვეულებრივ ტაფამწვარს. ბუხტუნა ხავიწი სწორედ კაი იმერული ხაჭაპურის ყველივით იწელება. ოღონდ, ეს სულ სხვა გემოა, განსხვავებული და განსაკუთრებული.  მარილი გემოვნებით.

კატეგორია: რძის ნაწარმი | ნანახია: 2770 | დაამატა: natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)


სვანური (მერწვი)

 

ვთლით კარტოფილს, ვხარშავთ, ვუტოვებთ ძალიან ცოტა წყალს და ვზილავთ კარგად,შემდეგ უნდა ჩავყაროთ დაფშხვნილი ყველი (ყველი სასურველია იწელებოდეს, როგორ გავიგოთ და მოვტეხოთ პატარა ნაჭერი ყველს და დავდოთ გახურებულ ტაფაზე 2-3 წამით და ავიღოთ თუ გაიწელა ე.ი. კარგია და ამოვზელთ კარგად, ხუთი წუთი დაბალ ცეცხლზე ზილეთ და კერძიც მზადაა.

კატეგორია: რძის ნაწარმი | ნანახია: 4715 | დაამატა: natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)


მეგრული (გებჟალია)

 

ავიღოთ ჭყინტი ყველი, ჩავყაროთ მდუღარე   წყალში. ამოღებისთანავე უნდა მოვზილოთ და  მივცეთ  სულუგუნის ფორმა, ოღონდ  შიგნით მოვათავსოთ პიტნიანი სუნელი. დავჭრათ ნაჭრებად და ჩავაწყოთ საწებელში, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: მაწონს და ხაჭოს გავხსნით პიტნიან სუნელთან ერთად. პიტნიან სუნელში შედის: პიტნა, ნედლი ქინძი, წიწაკა.

კატეგორია: რძის ნაწარმი | ნანახია: 3155 | დაამატა: natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)



მთიულური (ერბო–ყველი)

 

მასალა:

ერბო 250–300გრ.

ყველი (მოუხდელი) 600–700გრ. 

წყალი ნახევარი ჭიქა

ფქვილი შესასქელებლად.

მომზადება:

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რძის ნაწარმი | ნანახია: 2575 | დაამატა: natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)


მაწვნის სუპი

 

ძალიან წმინდად დაჭრილ ხახვს მოვხრაკავთ კარაქში. ვასხამთ ნახევარ ლიტრა მდუღარეს. ვაყრით 50 გრ. ბრინჯს. 1 სუფრის კოვზ ფქვილს გავხნით ცოტა წყალში. 500 გრ. მაწონში გავხსნით 1 კვერცხს, და წყალში გახსნილ ფქვილსაც მაწონში ვურევთ. ბრინჯი რომ მოიხარშება, უკვე გამზადებულ მაწონს ვასხამთ და აუცილებლად ვურევთ, რომ არ აგვეჭრას. ერთს წამოვადუღებთ და გამოვრთავთ. უკვე გამორთულს ვანელებთ წვრილად დაჭრილი კამით.

კატეგორია: რძის ნაწარმი | ნანახია: 1942 | დაამატა: natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)


გადაზელილი

 

მასალა:

2 ლიტრი რძე

500გრ. ყველი

პიტნა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)



ფშავური (დამბალხაჭო)

 

დამბალხაჭოს აკეთებენ ფშავლები. ეს კერძი მათი დელიკატესია, სტუმრისთვის პატივსაცემი. ამბობენ: "თუ დამბალ ხაჭო გაქვს ფშაველს, კარგ მასპინძელი ხარო”.

მომზადების წესი: მის მომზადებას იწყებენ მაისის თვეში, რადგან ამ დროს მატულობს წველა-დღვება. მოწველილ რძეს წურავენ, ასხამენ დიდ ჭურჭელში (მოკალული სპილენძის ქვაბი). როცა რძე გაცივდება, მის ზედაპირზე ჩნდება ნაღები, რომელსაც ხდიან და აგროვებენ ცალკე ემალის ჭურჭელში. ეს პროცესი რამდენიმე დღე მეორდება, სანამ მოხდილი რძის მოცულობა არ შეადგენს 20-25 ლიტრს. შემდეგ კიდევ აჩერებენ რამდენიმე დღე, რათა რძე შედედდეს, ე.ი. რძე დაბლა შრატს გაიჩენს. ამ მასას ასხავენ ჩხუტში (ხის პატარა კასრი) და ბარნელით (ხის ჯოხი, რომლის ბოლოზეც არის 4 ფრთა) დღვებენ. რძის ეს მასა უნდა იყოს მუდმივ მოძრაობაში, თითქმის სა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რძის ნაწარმი | ნანახია: 3022 | დაამატა: natia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4