მთიულური (ერბო–ყველი)
მასალა:
ერბო 250–300გრ.
ყველი (მოუხდელი) 600–700გრ.
წყალი ნახევარი ჭიქა
ფქვილი შესასქელებლად.
მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ ერბო (გავადნოთ), დავამატოთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა
წყალი, შემდეგ თანდათან დავუმატოთ ფქვილი ისე, რომ მასა საკმაოდ შესქელდეს და
განუწყვეტლივ ვურიოთ. რომ წამოდუღდება აღნიშნულ მასას, დავუმატოთ წვრილად
დაჭრილი, მოუხდელი ნედლი ყველი. რომ წამოდუღდება ცოტა კიდევ ვურიოთ და შემდეგ
გადმოვდგათ ქურიდან, კერძი მზადაა.
|