თუშური (დათხური)
ვიღებთ სახლში გაკეთებულ ხაჭოს, ვაფხვიერებთ, ვუმატებთ მარილს
გემოვნებით (ცოტა მლაშეც კი უნდა იყოს) ვდგამთ ოდნავ თავახდილი ქვაბით ორი-სამი
დღე, სანამ სპეციფიური, არც ისე მძაფრი სუნი არ აუვა. როდესაც ხაჭო დაძველდება,
ვადნობთ ტაფაზე ერბოს, ჩავყრით ხაჭოს და ტაფაშივე მომზადების დროს ვჭყლეტთ და
ვზელთ, სანამ დათხურს არ მივიღებთ. დათხური ცოტა უნდა წამოდუღდეს კიდეც.
დათხურს ძალიან უხდება ახალი თონის პური და ხილის არაყი.
|