გადაზელილი
მასალა:
2 ლიტრი რძე
500გრ. ყველი
პიტნა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ახალი იმერული ყველი ან სულგუნი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, ჩავდოთ
ქვაბში, დავასხათ ცხელი რძე და მოვხარშოთ. მოხარშული ყველი რძიდან ამოვიღოთ და
დავიწყოთ კოვზით მისი დაზელვა. დაზელვის დროს თანდათან დავამატოთ თითო ჩამჩა
მდუღარე რძე, წვრილად დაჭრილი პიტნა და გავაგრძელოთ ზელვა. ასე მოვიქცეთ მანამ,
სანამ ყველი კარგად არ გადაიზილება და რძე ცოტათი არ შესქელდება. გადაზელილი ყველი
დავჭრათ ნაჭრებად და თითოეულ ულუფაზე დავამატოთ რძე. სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ
ღომთან ერთად და მივირთვათ გემრიელად.
|