თუშური (ბუხტუნა ხავიწი)
უნდა კარგი ხარისხის თუშური ერბო. ასევე კარგი ხარისხის ხაჭო
(ძროხისა), რომელიც ერთი-ორი დღით უნდა გავაჩეროთ, რათა კარგად
"დაბუხტუნავდეს", ანუ ცოტათი დაძველებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ ისე
არა, რომ აყროლდეს და გაფუჭდეს (დამბალ ხაჭოსთან არავითარი კავშირი არა აქვს).
ამის მერე, ჩვეულებრივად, ტაფაზე ვწვავთ, როგორც ყველს, ისე - ერბოში. ერბო ცოტა
მეტი უნდა, ვიდრე ჩვეულებრივ ტაფამწვარს. ბუხტუნა ხავიწი სწორედ კაი იმერული ხაჭაპურის
ყველივით იწელება. ოღონდ, ეს სულ სხვა გემოა, განსხვავებული და
განსაკუთრებული. მარილი გემოვნებით.
|