მეგრული (გებჟალია)
ავიღოთ ჭყინტი ყველი, ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ამოღებისთანავე უნდა მოვზილოთ და მივცეთ
სულუგუნის ფორმა, ოღონდ შიგნით
მოვათავსოთ პიტნიანი სუნელი. დავჭრათ ნაჭრებად და ჩავაწყოთ საწებელში, რომელიც
შემდეგნაირად მზადდება: მაწონს და ხაჭოს გავხსნით პიტნიან სუნელთან ერთად. პიტნიან
სუნელში შედის: პიტნა, ნედლი ქინძი, წიწაკა.
|