ყვავილოვანი კომბოსტოს ბურთები
მასალა:
ყვავილოვანი კომბოსტო 500გრ.
კვერცი 4ც.
ყველი 200გრ.
ცერეცო 1 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით.
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) რამდენიც დაჭირდება
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო მოვხარშოთ და ჩავჭყლიტოთ როგორც პიურე, დავამატოთ
ათქვეფილი კვერცხი, მარილი, გახეხილი ყველი, ცერეცო, კარგად ავურიოთ და მასა
შევასქელოთ დაფქვილი სუხარით. მომზადებული ფარშისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები,
ამოვავლოთ ორცხობილაში და შევწვათ ზეთში. სუფრაზე გავიტანოთ დაჭრილ პომიდორთან
ერთად.
|