ყვავილოვანი კომბოსტო არაჟნით
მასალა:
ყვავილოვანი კომბოსტო 1კგ.
ნაღები 1 ჭიქა
ყველი 100გრ.
რძე 2 ჭიქა
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი), მწვანე ხახვი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ და მოვხარშოთ მარილიან რძეში სანამ არ
დარბილდება. შემდეგ გადავიტანოთ ფორმაზე, დავასხათ ნაღები, მოვაყაროთ დაფქვილი
ორცხობილა, გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ აირღუმელში. მომზადების შემდეგ თავზე
მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
|