ყურძნის მარმელადი ქართულად
მასალა:
ყურძენი 5კგ.
სოდა 0,5 ს/კ.
მომზადება:
ყურძენი დავკეკლოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ რამოდენიმე წუთი ადუღებულ
სოდიან წყალში. ყურძენი გადმოვიღოთ და გაცივების შემდეგ გავცხრილოთ დუშლაკზე (რათა
ყურძნის რბილობს მოშორდეს კანი და მარცვლები). გახეხილი მასა ჩავასხათ ქვაბში და
ჩავხარშოთ ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ მომზადებამდე.
|