ყურძნის ჯემი
მასალა:
შავი ყურძენი 1კგ.
შაქარი 1კგ.
ლიმონი 1ც.
მომზადება:
ყურძნის მარცვლები დავკეკლოთ, გავრეცხოთ, გავაშროთ, გადავიტანოთ
მოსახარშ ქვაბში, დავამატოთ 200გრ. შაქარი, გავაცხელოთ ნელ ცეცხლზე წვენის
გამოსვლამდე, ლიმონი გავრეცხოთ, გავყოთ შუაზე, გამოვაცალოთ მარცვლები და დავჭრათ
თხელ ნაჭრებად. ლიმონის ნაჭრები ჩავაწყოთ ყურძნიან ქვაბში, დავამტოთ დარჩენილი
შაქარი, ავურიოთ, ვადუღოთ 5 წუთი, (ქაფი მოვხადოთ) გადმოვდგათ გაზქურიდან და
გავაცივოთ. შემდეგ კვლავ დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, დროდადრო
მოვურიოთ მომზადებამდე. ცხელი ჯემი ჩავასხათ ქილებში, დავახუროთ თავსახური,
გადმოვაბრუნოთ სახურავით ქვევით და გავაჩეროთ გაცივებამდე.
|