ყაბაყის პეროგი
მასალა:
კვერცხი 2ც.
მარილი 1/4 ჩ/კ.
შაქარი 300გრ.
ყაბაყი 300გრ.
ზეთი 200 მლ.
საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი 350გრ.
ნიგოზი 150გრ.
მუსკატის კაკალი (გახეხილი) 5გრ.
1ც. ლიმონის ცედრა
დარიჩინი (დაფქვილი) 10გრ.
გასაფორმებლად:
შაქარი 2ს/კ.
ნიგოზი 50გრ.
მომზადება:
ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად. ყაბაყი
გავრეცხოთ, გავასუფთავოდ (კეკლები გამოვაცალოთ) და გავხეხოთ. ათქვეფილ კვერცხს
დავამატოთ გახეხილი ყაბაყი, ზეთი და კარგად ავურიოთ, მიღებულ მასას დავამატოთ
საფუარი (დროჟი) და გაცრილი ფქვილი, კვლავ ავურიოთ და გავაჩეროთ 50–60 წუთი თბილ
ადგილას. ამ დროის განმავლობაში მოვამზადოთ პეროგის დანარჩენი მასალა. ნიგოზი
გავატაროთ, დავამატოთ ლიმონის ცედრა, მუსკატის კაკალი, დარიჩინი. მიღებული მასა
ავურიოთ ცომს, შემდეგ ცომი დავასხათ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ აირღუმელში,
ვაცხოთ 60 წუთის განმავლობაში 180* ტემპერატურაზე. გამოცხობის შემდეგ პეროგს
მოვასხათ შაქრის სიროფი (შეგვიძლია თაფლიც გამოვიყენოთ სურვილისამებრ) და
გავაფორმოთ ნიგვზით.
|