ფოლგაში მწვანილთან ერთად შემწვარი ვარდისფერი
ორაგული
მასალა:
თევზის ფილე (ვარდისფერი ორაგული) 500გრ.
1ც. ლიმონის წვენი
კამა (ან ნებისმიერი მწვანილი), პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და
გავაჩეროთ 30 წუთი. კამა წვრილად დავჭრათ, დავამატოთ ლიმონის წვნი და კარგად ავურიოთ.
ფოლგაზე მოვათავსოთ თევზის ნაჭერი, თევზზე მოვათავსოთ მწვანილი, შევახვიოთ ფოლგაში
(ასევე გავაკეთოთ ყველა ნაჭერი) დავდოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ აირღუმელში და
ვაცხოთ 180* ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ გავაფორმოთ
მწვანილით და პომიდორით.
|