ფოლგაში გამომცხვარი თევზი და კარტოფილი
მასალა:
თევზის ფილე (ნებისმიერი) 500გრ.
კარტოფილი 500გრ.
ბულგარული წიწაკა 350გრ.
სტაფილო 200გრ.
ხახვი 200გრ.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და
გავაჩეროთ 30 წუთით.ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად, სტაფილო დავჭრათ წვრილ
რგოლებად, ბულგარული წიწაკას გამოვაცალოთ მარცვლები და დავჭრათ ზოლებად, კარტოფილი
გავთალოთ და დავჭრათ მრგვალად. ფოლგაზე მოვათავსოთ თევზის ნაჭრები, თევზზე მოვათავსოთ კარტოფილი,
შემდეგ ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ფოლგა
კარგად შევახვიოთ, დავდოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 180*
ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათი. მომზადების შემდეგ თევზი მოვათავსოთ სალათის
ფოთლებზე.
|