ფოლგაში გამომცხვარი ორაგული
მასალა:
ორაგული ან კალმახი 500გრ.
კამის ფესვი 1ც.
ლიმონი 1ც.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლიმონი დავჭრათ მრგვალად,
კამის ფესვი დავჭრათ წვრილად. ფოლგაზე დავაწყოთ 2–3 ლიმონის ნაჭერი, ლიმონზე მოვათავსოთ ორაგულის
ნაჭერი (2სმ სისქის), მოვაყაროთ პილპილი, მარილი, დაჭრილი კამის ფესვი, შევახვიოთ
ფოლგაში, (ასევე გავაკეთოთ ყველა ნაჭერი)დავდოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ
აირღუმელში და ვაცხოთ 180* ტემპერატურაზე 25–30 წუთის განმავლობაში. მომზადების
შემდეგ გავაფორმოთ მწვანილით, პომიდორით და ლიმონით.
|