ფერადი ბოსტნეულის პიურე
მასალა:
კარტოფილი 8ც.
ისპანახი 80გრ.
სტაფილო 2ც.
ჭარხალი 1ც.
ყვითელი ბულგარული წიწაკა 1ც.
რძე ნახევარი ჭიქა
კარაქი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი
გავასუფთავოთ, მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე. დავამატოთ მარილი, რძე, კარაქი და
კარგად ავთქვიფოთ. ისპანახი მოვწალოთ და გავატაროთ, ასევე გავატაროთ ცალცალკე
მოხარშული ჭარხალი, ყვითელი ბულგარული წიწაკა, მოხარშული სტაფილო. კარტოფილის
ნაწილს ავურიოთ ჭარხალი, მეორე ნაწილს სტაფილო, მესამე ნაწილს ისპანახი, მეოთხეს ბულგარული
წიწაკა, ხოლო მეხუთე ნაწილი დავტოვოთ თეთრი.
|