ფარშირებული „ნიჟარები"
მასალა:
რაკუშკები 200გრ.
ხორცის ფარში 300გრ.
სტაფილო 1ც.
ხახვი 2 თავი
ნაღები ნახევარი ლიტრი
ყველი 100 გრ.
ზეთი შესაწვავად
ქინძი, პაპრიკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ წვრილად, ორივე მოვთუშოთ ზეთში და
ავურიოთ ხორცის ფარში, მოვაყაროთ მარილი. რაკუშკები ამოვასოთ მომზადებული ფარშით,
მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, დავასხათ ცოტა წყალი, დავაფაროთ ფოლგა და
გამოვაცხოთ ნახევარი საათი აირღუმელში. ყველი გავხეხოთ, დავამატოთ ნაღები კარგად
ავურიოთ და მოვასხათ მაკარონს, მოვაყაროთ პაპრიკა დაჭრილი ქინძი და გამოვაცხოთ
ფოლგის გარეშე 20 წუთის განმავლობაში. გავაფრორმოთ პამიდორით.
|