ფარშირებული კიბორჩხალა
მასალა:
კიბორჩხალა 20ც.
ნიგოზი 200გრ.
სალათის ფოთლები 1 კონა
ტარხუნა 1 კონა
დაფქვილი ხმელი ქინძი 1 ს/კ.
მუსკატის კაკალის ნახევარი
მარილი გემოვნებით
ტყემლის საწებელი.
მომზადება:
წყალი ავადუღოთ, ჩავყაროთ კიბორჩხალა და ვხარშოთ 20 წუთი. მომზადებული
კიბორჩხალები გადმოვიღოთ დუშლაკზე. კიბორჩხალებს ფრთხილად მოვაცალოთ თავი (თავი
გავასუფთავოთ, უნდა იყოს მკვრივი თავები), დანარჩენ ნაწილს (ტანიდან და ხელებიდან)
გამოვაცალოთ ხორცი და დავჭრათ წვრილად. გასუფთავებული ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში, დავამატოთ ქინძი,
გახეხილი მუსკატის კაკალი, მარილი, კიბორჩხალის დაჭრილი ხორცი და კარგად ავურიოთ
ერთმანეთში. მიღებული შიგთავსით ამოვავსოთ თითოეული კიბორჩხალას თავი. დიდ თეფშზე
მოვაწყოთ სალათის ფოთლები, ტარხუნა, თავზე დავაწყოთ მომზადებული კიბორჩხალები.
სუფრაზე გავიტანოთ ტყემლის საწებელთან ერთად.
|