პრასის ფხალი
მასალა:
პრასი 1 კგ.
ნიგოზი 300გრ.
ხახვი 1 თავი
ნიორი 2-3 კბილი
იმერული ზაფრანა 1 ჩ/კ.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
ხმელი ქინძი 1/2 ჩ/კ.
ქინძი 1 კონა
ძმარი, დაფქვილი ცხარე წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პრასი მოვხარშოთ ცოტა რაოდენობის წყალში მომზადებამდე (ძალიან არ უნდა
ჩაიშალოს). მოვათავსოთ დუშლაკზე და გავაჩეროთ გამდინარე წყალში. შემდეგ ხელებით
კარგად გავწუროთ და დავჭრათ წვრილად. ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად ნახევარმთვარისებულად, მოვაყაროთ მარილი
და გავაჩეროთ 10–15 წუთი, შემდეგ გავწუროთ, დავაყაროთ გატარებული ნიგოზი, დანაყილი
ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ხმელი ქინძი, ძმარი, წიწაკა,
მარილი, კარგად ავურიოთ, დავამატოთ დაჭრილი პრასი და ავურიოთ ერთიანი მასის
მიღებამდე. სურვილისამებრ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით.
|