პიცა „ტროპიკი"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 250გრ.
თბილი წყალი 250მლ.
საფუარი (დროჟი) 2 ჩ/კ.
შაქარი 1/2 ჩ/კ.
ზეთი 2 ს/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
შიგთავსი:
ანანასის რგოლები 4ც.
ლორი 200გრ.
ყველი 150გრ.
ცხარე ტომატ–პასტა 100გრ.
მომზადება:
საფუარი გავძრათ თბილ წყალში, დავამატოთ
შაქარი, როცა საფუარი აქაფდება დავამატოთ ზეთი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ
ელასტიური, რბილი ცომი. ცომი მოვათავსოთ პარკში და შევდგათ მაცივარში (საყინულეში)
40 წუთით. ლორი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ანანასი ამოვიღოთ სიროფიდან,
ქაღალდის ტილოთი ცოტათი გავაშროთ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ცომი გავაბრტყელოთ,
მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ ტომატ–პასტა, მოვაწყოთ ლორი
და ანანასი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 30
წუთი.
|