პიცა შვეიცარული
ყველით
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 250გრ.
კარაქი 125გრ.
არაჟანი 3 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
შვეიცარული ყველი (გახეხილი) 2 ჭიქა
კვერცხის გული (ყვითრი) 4ც.
არაჟანი 1 ჭიქა
მარილი 0,5 ჩ/კ.
დაფქვილი შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ მარილი, დარბილებული
კარაქი, არაჟანი და მოვზილოთ ცომი. 2 საათით შევდგათ საყინულეში, შემდეგ
გავაბრტყელოთ თხლად, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და ცოტათი გადავუკეცოთ
გვერდები, ცომზე მოვათავსოთ გახეხილი ყველი, მოვასხათ არაჟანთან, მარილთან და
წიწაკასთან ათქვეფილი კვერცხის გული, შევდგათ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში 15 წუთით, შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 150* ტემპერატურამდე და ვაცხოთ
კიდევ 25 წუთი.
|