პიცა სატაცურით
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 150გრ.
კარაქი 75გრ.
კვერცხი 1ც.
ცივი რძე 2 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
სატაცური 800გრ.
კვერცხი 3ც.
გახეხილი ყველი 3 ს/კ.
რძე 1/2 ჭიქა
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჯამზე გავცრათ ფქვილი, შუაში ჩავდოთ
კარაქის ნაჭრები, ჩავახალოთ კვერცხი, ჩავასხათ რძე, მოვაყაროთ მარილი, მოვზილოთ
ცომი, დავამრგვალოთ, შევახვიოთ პერგამენტის ქაღალდში და შევდგათ მაცივარში. 30
წუთის შემდეგ, ფქვილმოყრილ მაგიდაზე გავაბრტყელოთ ცომი თხლად, მოვათავსოთ
ცხიმწასმულ ტაფაზე, ცომის ცენტრში მოვათავსოთ მოხარშული სატაცური, მოვასხათ
ათქვეფილი კვერცხის, გახეხილი ყველის და რძის მასა ერთმანეთში არეული, მოვაყაროთ
მარილი, პილპილი და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|