პიცა ყველის კრემით
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 200გრ.
მარილი 0,5 ჩ/კ.
საფუარი (დროჟი) 10გრ.
თბილი წყალი 0,5 ჭიქა
შაქარი 0,5 ჩ/კ.
მცენარეული ზეთი 1 ს/კ.
შიგთავსი:
სქელი ნაღები 1 ჭიქა
ყველი 100გრ.
მდოგვი 1 ჩ/კ.
კვერცხი 2ც.
გახეხილი მუსკატის კაკალი, დაფქვილი წითელი წიწაკა და ოხრახუში
გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ მარილი, საფუარი, შაქარი, ზეთი, წყალი და მოვზილოთ
ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ თხლად და მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ
ფორმაზე. ყველი გავხეხოთ. ნაღებს დავამატოთ კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ
ნელნელა დავამატოთ ყველი, მდოგვი, მუსკატის კაკალი, წიწაკა, დაჭრილი ოხრახუში,
კარგად ავურიოთ და მომზადებული მასა მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომზე. გამოვაცხოთ
აირღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
|