პიცა „მარგარიტა"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 250გრ.
რძე ან წყალი 1 ჭიქა
კვერცხი 2ც.
შაქარი 1 ს/კ.
მარილი 1/2 ჩ/კ.
საფუარი (დროჟი) 25გრ.
ზეთი 3 ს/კ.
შიგთავსი:
პომიდორი 250გრ.
ნიორი 2 კბილი
ყველი (მოცარელა) 125გრ.
რეჰანი (მწვანე) 1 კონა
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
ზეთი მოსათუშად.
მომზადება:
შაქარს დავამატოთ საფუარი და გავხსნათ თბილ
წყალში, გავაჩეროთ 10–15 წუთი. შემდეგ დავამატოთ მარილი, გაცრილი ფქვილი, ზეთი და
მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური), დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ
ადგილზე 1 საათით. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ
გამოსაცხობ ფორმაზე. პომიდორი გავასუფთავოთ, მოვაცალოთ კანი, დავჭრათ წვრილად.
ნიორი გავასუფთავოთ დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ დაჭრილი
პომიდორი, რეჰანი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ვთუშოთ 15–20 წუთი. მომზადებული
სოუსი წავუსვათ გაბრტყელებულ ცომს, შემდეგ სოუსზე მოვათავსოთ ყველის ნაჭრები და
მოვაყაროთ რეჰანის ფოთლები. გამოვაცხოთ აირღუმელში.
|