პიცა „გლაზუნია"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 250გრ.
თბილი წყალი 250მლ.
საფუარი (დროჟი) 2 ჩ/კ.
შაქარი 1/2 ჩ/კ.
ზეთი 2 ს/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
შიგთავსი:
ღორის ხორცის ფარში 250გრ.
საქონლის ხორცის ფარში 250გრ.
ბულგარული წიწაკა 1ც.
ხახვი 1 თავი
ნიორი 2–3 კბილი
ხმელი ქინძი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
კონსერვირებული ლობიო 1 ქილა
მწყერის კვერცხი 12ც.
ყველი (მოცარელა) გემოვნებით.
მომზადება:
საფუარი გავძრათ თბილ წყალში, დავამატოთ
შაქარი, როცა საფუარი აქაფდება დავამატოთ ზეთი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ
ელასტიური, რბილი ცომი. ცომი მოვათავსოთ პარკში და შევდგათ მაცივარში (საყინულეში)
40 წუთით. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ
ფორმაზე. ხახვი და ბულგარული წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შევწვათ
ფარშთან ერთად ზეთში, მოვაყაროთ ხმელი ქინძი, დაფქვილი წიწაკა, მარილი და
რამოდენიმე წუთით კვლავ მოვთუშოთ, დავამატოთ ლობიო და კარგად ავურიოთ, მომზადებული
მასის ნახევარი მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომზე, მოვაწყოთ ყველის ნაჭრები, თავზე
მოვათავსოთ დარჩენილი შიგთავსი, გავაკეთოთ პატარა სიღრმეები და თითოეულში
ჩავახალოთ კვერცხი. გამოვაცხოთ აირღუმელში 220* ტემპერატურაზე 25 წუთის
განმავლობაში.
|